ახალი მედია გამოფენის Post.Digital.Dreams ფარგლებში წარმოგიდგენთ ისლანდიაში მცხოვრები, ბელგიელი არტისტის ნიკოლას კუნიშის აუდიო ინსტალაციას Artarea გალერეაში

ხმოვანი ჭაღი ავტორის 2020 წლის ნამუშევარია. ჭაღის მსგავსად, სადაც თითოეული ნათურა საკუთარი განათების ფუნქციით ერთობლივად მონაწილეობს მთლიანი შუქის შექმნის პროცესში, წარმოდგენილ ინსტალაციაში ანალოგიური პრინციპით ხმოვანი მოწყობილობები ერთვებიან - ნათურა ნაცვლდება კასეტის აუდიო საკრავით, რომლებიც სივრცეში ერთობლივ, იმერსიულ ხმოვან ლანდშაფტს ქმნიან.

ნიკოლას კუნიში არის რეიკიავიკში, ისლანდიაში მცხოვრები ბელგიელი არტისტი და დიზაინერი. ის არის lowercase nights-ის დამფუძნებელი და კურატორი, ასევე ლეიბლ Lady Boy Records-ის თანადაფუძნებელი. ის ძირითადად თბილი ჟღერადობის ambient drone და ელექტრო-აკუსტიკურ მუსიკას ქმნის. როგორც წესი, მის ნამუშევრებში შემთხვევითი ჩანაწერები და გლიჩ ეფექტი მონაწლეობენ, რომლებიც მრავალშრიანი პროცესის შესაქმნელად გამოიყენება. მთლიანობაში ინსტრუმენტებისგან და საველე ჩანაწერებისგან გენერირებული ტექსტურა ნიკოლას კუნიშის ნამუშევრებში სენსიტიურ აუდიო არქიტექტურას ქმნიან.

Soundcloud

Nicolas Kunysz | Chandelier
Nicolas Kunysz | Chandelier | Loop tapes, cassette players, chords and speakers