მულტიდისციპლინური საგამოფენო პროექტი “მდგომარეობებს შორის” საქართველოს გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ გერმანელი კინო კურატორის, არტისტისა და მკვლევარის ფლორიან ვუსტის საჯარო ლექციას და კინო ჩვენების სერიას

ფილმების ჩვენება:

KHIDI-ის მთავარ სცენაზე 20 თებერვალს ფლორიან ვუსტი წარმოგიდგენთ სპეციალურად მომზადებულ ფილმების სელექციას ტრანსმედიალეს მოძრავი გამოსახულების არქივიდან. სელექციაში შევა მაგალითად ისეთი ავტორები და ფილმები, როგორიცაა: Daphne Hérétakis' “Ici rien” (2011) and Stefan Panhans' “Freeroam À Rebours, Mod#I.1” (2016). ფლორიან ვუსტი ჩვენების წინ გააკეთებს მოკლე შესავალს სელექციის შესახებ, ჩვენებების დასრულების შემდეგ კი აუდიტორიას კითხვების დასმის საშუალება ექნება.

საჯარო ლექცია თემაზე: საკურატორო პრაქტიკა კინოსთან მიმართებაში ტრანსმედიალეს კონტექსტში და მის მიღმა:

ავტორი ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე, როგორც ტრანსმედიალეს კინო პროგრამის კურატორის. ტრანსმედიალე მედია ხელოვნების და ციფრული კულტურის ფესტივალია, რომელსაც 30 წლიანი ისტორია აქვს. ტრანსმედიალე გარდამტეხ მოვლენად იქცა მედია ხელოვნების მიმართულებით საერთაშორისო სცენაზე, რომელიც ყოველწლიურად მისი პროგრამის ფარგლებში 25,000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს - www.transmediale.de

ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ვიდეო, საარქივო და დოკუმენტურ მასალებთან, ექსპერიმენტულ და ალტერნატიულ ფილმებთან მუშაობის, კვლევისა და რეპრეზენტაციის ასპექტებს.

ფლორიან ვუსტი დამოუკიდებელი კინო კურატორი, არტისტი და მკვლევარია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ქ. ბერლინში. მისი კურატორული და კვლევითი პრაქტიკა ომის შემდგომი ევროპის ისტორიის, თანამედროვე სოციალური, ეკონომიკური და ტექნიკური პროგრესის თემატიკით შემოიფარგლება. იგი ასევე აქტიურად წერს და კითხულობს ლექციებს კინოს, საზოგადოებისა და ურბანული პოლიტიკის შესახებ. ფლორიან ვუსტი ასევე თანადამფუძნებელია ჟურნალისა “ბერლინი - ქალაქის ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა.” 2016 წლიდან ფლორიან ვუსტი ტრანსმედიალეს კინო პროგრამის კურატორია.

მეტი ინფორმაცია: www.fwuest.com

კურატორები:
ხატია ჭოხონელიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ვატო ურუშაძე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით.

Credit: filmstill Ici rien, Daphne Hérétakis, 2011
Credit: filmstill Ici rien, Daphne Hérétakis, 2011