KHIDI- თანამედროვე ხელოვნების სივრცე 07.12.2018- 21.03.2019
იდეა:
ტექნოლოგიური განვითარების არნახულმა სისწრაფემ, კომუნიკაციების მანამდე წარმოუდგენელმა შესაძლებლობებმა და ინფორმაციის ჭარბმა ნაკადმა გლობალური პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის ახალი კონტურები ჩამოაყალიბა. ადამიანის ცხოვრების ახალი მდგომარეობების გაჩენა ახალ მითოლოგიებსა და ნარატივებს ქმნის. შესაბამისად, ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბი სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში ახალი მანიპულაციების შესაძლებლობებს აჩენს. ამ პროცესების ლოგიკურად თანმდევი ნაწილია ახალი შემოქმედებითი მანისფესტაციების სიმრავლეც.
„მდგომარეობებს შორის“ 18 ნამუშევარს აერთიანებს და ექსპერიმენტის ფორმატით იმ კულტურულ იმპულსებს ასახავს, რომლებიც პოლიტიკური ან სოციალური ძვრებით არის ნასაზრდოები. გამოფენა ახალი მედიებისა და ტრანსდისციპლინური პრაქტიკების საშუალებით ცდილობს ჩაუღრმავდეს იმ სახელოვნებო ტენდენციებსა და დინებებს, რომელთა კონტექსტუალიზაცია საქართველოში ჯერ არ მომხდარა ან ყურადღების მიღმაა დარჩენილი.
გამოფენა „მდგომარეობებს შორის“ ადგილობრივ კონტექსტში მაორიენტირებელ ამოცანას ისახავს მიზნად. ის ცდილობს, უპასუხოს კითხვებს იმის შესახებ თუ რა არის ის მდგომარეობები, რომლებშიც ვარსებობთ, ან როგორი იქნება ის მდგომარეობები, რომლებშიც ყოველდღიურობა მუდმივად იცვლება. რა არის ან შეიძლება იყოს ახალი მედია ხელოვნება საქართველოში და რა ურთიერთმიმართებებს ავლენს ის მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ კონტექსტთან?
გამოფენის კურატორები:
ხატია ჭოხონელიძე, ვატო ურუშაძე, გიორგი სპანდერაშვილი
მონაწილეობენ:
გიო სუმბაძე, გიორგი მაღრაძე, დეთუ ჯინჭარაძე და მარიამ ნატროშვილი, ვასილ მაჭარაძე და კოკა ვაშაკიძე, ვატო წერეთელი, სანდრო ასათიანი და ზურა ჯიშკარიანი, თამარ გურგენიძე, თორნიკე ქარჩხა, ჯასპერ ფუნგი, ლადო ლომიტაშვილი, ლადო ონიანი, მამუკა ჯაფარიძე, მანუჩარ ოქროსცვარიძე, ნიკა მაჩაიძე, ნიკოლოზ კაპანაძე, სანდრო სულაბერიძე, ტილდა ჯორჯი, InChina Collective
პროექტის მხარდმჭერები და პარტნიორები:
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, შემოქმედებითი საქართველო, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი, ვიდეო ხელოვნებისა და მოძრავი გამოსახულების არქივი, Georgia Today, Artarea/Tv2.0, ჯეოლაბი, 9 მთა