"ნომოს აკადემიის" ფარგლებში, პლატფორმა „მდგომარეობებს შორის“ აცხადებს განაცხადების მიღებას მედია ხელოვნების ლაბორატორიის საგანმანათლებლო კურსისთვის
"ნომოს აკადემია" პირველი საპილოტე პროგრამაა, რომელიც გაიმართება 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში. აღნიშნული კურსი ონლაინ საგანმანათლებლო მოდულია, რომელიც პრაქტიკული და თეორიული ფაზებისგან შედგება.
მოდული განკუთვნილია ხელოვანებისათვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ხელოვნების, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სინთეზური ფორმებით. მედია ხელოვნების კურსი, მოიცავს, ვოქრშოფების ციკლს, მენტორინგსა და ახალი ნამუშევრის შექმნის შესაძლებლობას.
გაცნობითი შეხვედრების სერიები შემდეგი პრაქტიკული და თეორიული მიმართულებებით იქნება წარმოდგენილი:
- მედია ხელოვნების დისკურსი - თეორიული შესავალი;
- მედია ხელოვნება და ინტერაქცია, ინტერაქტიული ხელოვნება;
- ხელოვნური ინტელექტი და აუდიო ხელოვნება;
- კოდი და გამოსახულება - შესავალი processing-ში;
- შემოქმედება და შემოქმედებითი პროცესების მართვა.
ვორქშოფებს გაუძღვებიან: ნინო გედევანიშვილი, ვატო წერეთელი, თორნიკე ქარჩხაძე, ნიკოლოზ კაპანაძე, გიორგი გედევანიძე.
კურსი გაიმართება zoom.us პლატფორმის საშუალებით.
ნომოს მედია ლაბორატორიის მონაწილეებიდან შეირჩევა რამდენიმე იდეა, რომლის ავტორები მიიღებენ დამატებით მხარდაჭერას იდეის რეალიზების ან პროტოტიპის განვითარების/სრულყოფის მიზნით. იდეა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ფორმატით: ინსტალაცია-ობიექტი, კვლევა, პერფორმანსი, პროტოტიპი, კომპიუტერული პროგრამა, ექსპერიმენტი, ვორქშოფი, ლექცია, ფილმი, თამაში და ა.შ.
ნამუშევარზე მუშაობის პროცესში, დეკემბრის განმავლობაში ტუტორები მონაწილეებს გაუწევენ მენტორინგს, ხოლო კურსის ბოლოს ნამუშევრების დოკუმენტაცია განთავსება პლატფორმა “მდგომარეობებს შორის” ვებ-გვერდზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ განაცხადის ფორმა: Nomos Academy
შერჩევის პროცედურები და ვადები:
- განაცხადების შევსების ბოლო ვადა 15 ნოემბერი, 00:00 (GMT+4);
- შერჩეულ მონაწილე ხელოვანებთან დაკავშირება მოხდება კონკურსის ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღეში;
- საკონტაქტო პირი: თაკო ძაგანია - პროექტის კურატორი, ელ-ფოსტა: inbetweenconditions@gmail.com
პროექტი ხორციელდება განათლების საერთაშიროსიო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მხარდაჭერით