Post.Digital.Dreams წარმოგიდგენთ გამოფენის გახსნას Window Project-ში ვასილ მაჭარაძის ნამუშევრით Look From My Perspective

საჯარო სივრცეში, ინტერვენციის გზით, პერსპექტივები ერთმანეთს ენაცვლება და მრუდდება; მაყურებელსა და შენობებს შორის წარმოიქმნება სიმბიოზი. ნამუშევარი ექსპერიმენტისთვის ქმნის სცენას პერსპექტივებითა და მოსაზრებებით, რომლებიც არქიტექტურულ ფარდობითობას ეფუძნება.

ვასილ მაჭარაძე დაიბადა თბილისში, 1979 წელს. 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მისი, როგორც არტისტის პრაქტიკა განპირობებული იყო გაუცხოების თემით ურბანულ სივრცეებსა და სოციალურ სფეროებში, რაც საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებული საზოგადოებრივი ურთიერთობების არქაული ფორმებით იყო გამოწვეული. ეს მიმართულება ვასილ მაჭარაძემ განავრცო ვაიმარში ყოფნის პერიოდში, სადაც ის Bauhaus University-ში სწავლობდა “საჯარო ხელოვნებისა და ახალი სახელოვნებო სტრატეგიების” სამაგისტრო პროგრამაზე. აქ მისი კვლევის საგანს წარმოადგენდა ხელოვანის როლი საჯარო სივრცეში.

ვასილის პროექტები ძირითადად ეხება ანტითეზური ობიექტების ახალ და არასტანდარტული გადაკვეთებს - საჯარო იდიომები და პირადი შეგრძნებები, არტისტი და მაყურებელი. ისევე როგორც ასეთი კომბინაციებით შეძენილ თვისებებს, რომლებიც შესაძლო ინტერფეისების ახალ, ჩვენი თანამედროვე საჭიროებებისთვის უფრო საიმედო კომბინაციებს წარმოქმნიან.

დამატებითი ინფორმაცია: www.wasso.de

ვასილ მაჭარაძე | Look From My Perspective
ვასილ მაჭარაძე | Look From My Perspective | ინტერაქტიული საჯარო ინსტალაცია, VR

ვასილ მაჭარაძე | Look From My Perspective
ვასილ მაჭარაძე | Look From My Perspective | ინტერაქტიული საჯარო ინსტალაცია, VR