29 ივნისს, სამშაბთს, 18:30 საათზე თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში წარმოგიდგენთ პანელ-დისკუსიას გამოფენის „სიმულაციური ველების“ ფარგლებში

პანელ-დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნება - ახალი მედიის გამოფენის და ექსპოზიციის პრინციპები, საგამოფენო სივრცის დაპროექტება და დიზაინი, რა პრინციპით ხდება სივრცეების არჩევა ახალი მედიის ნამუშევრების წარსადგენად.

მონაწილეები:
ხატია ჭოხონელიძე, ვატო ურუშაძე, გიორგი სპანდერაშვილი - პლატფორმა „მდგომარეობებს შორის“ კურატორები

ლადო ლომიტაშვილი - არქიტექტორი/დიზაინერი, „სიმულაციური ველების“ გამოფენის დიზაინერი

მოდერატორი:
ელინა ვალაიტე - თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი.