22 ივნისს, სამშაბთს, 18:30 საათიდან გამოფენის „სიმულაციური ველების“ პარალელური პროგრამის ფარგლებში პლატფორმა „მდგომარეობებს შორის“ წარმოგიდგენთ შეხვედრა-საუბარს მონაწილე ავტორებთან: ვასილი მაჭარაძე მანანიკო კობახიძე, ანუშკა ჩხეიძე და დენის ჰოფმანი, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, ნიკოლოზ კაპანაძე.

შეხვედრას მოდერირებას გაუწევენ გამოფენის კურატორები: ხატია ჭოხონელიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ვატო ურუშაძე.

კურატორები ხელოვანებთან ერთად ისაუბრებენ გამოფენის შექმნის იდეაზე, კურატორულ მიდგომაზე და თამაშზე, როგორც გამოფენაზე წარმოდგენილი თითოეული ნამუშევრის მთავარ მედიუმსა და განზომილებაზე.

ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული შეზღუდვების გამო სივრცეში ერთდროულად დაიშვება შეზღუდული რაოდენობის ადამიანი, შესაბამისად შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით, რომლისთვისაც საჭიროა შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა: https://forms.gle/P3XN3QrLBpsyzMrn8

ღონისძიების პარალელურად შესაძლებელი იქნება გამოფენის ნახვა

ვრცლად გამოფენის შესახებ: სიმულაციური ველები

მისამართი:
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი
სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი