Post.Digital.Dreams პარალელური პროგრამის ფარგლებში წარმოგიდგენთ გამოფენაში მონაწილე არტისტებთან შეხვედრა-საუბრებს გოეთეს ინსტიტუტის კაფეში

პლატფორმა "მდგომარეობებს შორის" საქართველოს გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, მართავს ახალი მედია გამოფენის Post.Digital.Dreams მონაწილე ოთხ არტისტთან შეხვედრა-საუბარს, რომლებიც სწავლობენ და მუშაობენ გერმანიის სხვადასხვა სახელოვნებო უნივერსიტეტებში. თანამშრომლობის მიზანია მოახდინოს იმ არტისტების პრეზენტაცია ადგილობრივ სახელოვნებო სივრცეში, რომლებიც წარმატებით მუშაობენ ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამავე თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა ხუთი ავტორის ნამუშევრის განხორციელება და წარდგენა Post.Digital.Dreams საგამოფენო პროექტში.

შეხვედრა-საუბრები შემდეგ არტისტებთან:
ნიკოლოზ კაპანაძე
ანა გზირიშვილი
გიორგი გედევანიძე
ვასილ მაჭარაძე