Post.Digital.Dreams პარალელური პროგრამის ფარგლებში წარმოგიდგენთ პროექტ Locument-ის ფილმის ‘THE SKY COMMODIFIED’ ჩვენებას კინოს სახლში

The Sky Commodified Locument-მა 2019 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით (MIT) გადაიღო, რომელიც იკვლევს ატაკამას უდაბნოს ასტროინდუსტრიას სხვადასხვა მასშტაბის ლინზს გამოყენებით. ეს ლინზები რეალურად სამ სხვადასხვა მოცემულობას შეისწავლიან, როგორებიცაა ობსერვატორიის არქიტექტურა, მზარდი ინტერესი ასტრო-ტურიზმისადმი ამ კომნკრეტულ ადგილთან მიმართებაში და მონაცემების მოპოვებას ასტროინდუსტრიის პერსპექტივის თვალსაზრისით.

პროექტი Locument დაარსდა 2015 წელს, სან-ფრანცისკოში ფრანცისკო ლობოსა და რომეა მურინის მიერ. მათი ნამუშევრები წარდგენილი იყო ვენეციის მე-15 არქიტექტურისა და ლუბლიანას 25-ე დიზაინის ბიენალეზე. Locument-ის პროექტებში ძირითადად ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს როგორიცაა: თანამედროვე სამყაროს ცვალებადი მდგომარეობები, ტექნოლოგიის, ურბანული გარემოსა და პოლიტიკის ურთიერთკავშირი, კოლექტიური მეხსიერება, როგორც უნივერსალური ბუნების რეპრეზენტაცია, ვიზუალური და აუდიალური გარემოს შექმნა, უახლესი ტექნოლოგიების კვლევა და სახელოვნებო პრაქტიკები ამ ყველაფერთან მიმართებაში.

დამატებითი ინფორმაცია: www.thelocument.com